09:21 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 18:10:57, 3304 ნახვა

სამართალი
მამუკა ჭელიძე - საგამოძიებო მოქმედებების და გამოძიების მთავარი ინტერესი და საგანი არის კითხვებზე პასუხის გაცემა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების კვალიფიკაციის შესახებ განმარტება გააკეთა.

მისი თქმით,  მნიშვნელოვანია,  გამოძიებამ გამორიცხოს ან დაადასტუროს ადამიანების თუ მოვლენების შემხებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება კვალიფიკაციის ნაწილს, გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ამ ეტაპზე, გამოძიება გრძელდება ამ კვალიფიკაციით და საგამოძიებო მოქმედებების და გამოძიების მთავარი ინტერესი და საგანი, როგორც წესი, ასეთ დროს არის კითხვებზე პასუხის გაცემა. ბუნებრივია, მესმის თქვენი და საზოგადოების ინტერესიც, გამოძიება ზუსტად ამ მიზნით მუშაობს. თვითმკვლელობის ვერსიაც რომ არსებობდეს, თვითმკვლელობასაც აქვს სხვადასხვა კვალიფიკაცია, შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე უბრალოდ მიიყვანოს გარკვეულმა პირობებმა, გარკვეულმა პირებმა, ამიტომ, კვალიფიკაციის შემხებლობა საგამოძიებო მოქმედების არეალთან, ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიებამ სრული სიზუსტით გამორიცხოს ან დაადასტუროს ადამიანების თუ მოვლენების გარკვეული შემხებლობა გარდაცვალებასთან“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics