09:50 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 17:58:33, 3287 ნახვა

სამართალი
მამუკა ჭელიძე - ადგილი, სადაც ავტომანქანა დაფიქსირდა, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 15 კილომეტრის რადიუსითაა დაშორებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა დაფიქსირდა, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 15 კილომეტრის რადიუსით არის დაშორებული და ეს მიმართულება იქ გამოკითხული ადამიანების მიერ არ იყო მითითებული.

„დილას, დაახლოებით, 10 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი გავიდა სახლიდან. დაახლოებით, 20 წუთში ფიქსირდება ხაიშის "ჭკვიანი" კამერების ლოკაციაზე, სადაც კამერების დათვალიერების დროს ჩანს, რომ ის ავტომობილს მართავს თავად. როგორც წესი, პოლიცია მნიშვნელოვან როლს ანიჭებს, პირველ ეტაპზე, ოჯახის პოზიციებს და ძიების დროს არ არის განსაკუთრებულად გამოკვეთილი შესაძლო გარდაცვალების ვერსიები, ამიტომ, ასეთ დროს ნებისმიერი სხვა ვერსია იხილება. რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან, დღევანდელ დღემდე, ოჯახის ჩართულობა არის ძალიან აქტიური. გამოძიების მიერ მოხდა აღმოჩენილი საეჭვო მარშრუტის, გადაადგილების ლოკაციის დეტალური შესწავლა. გამოიკითხა ათეულობით ადამიანი. ზოგიერთი ადამიანი ფლობდა ინფორმაციას შესაძლო დანახული მანქანის შესახებ. ზუსტად ვერ აფიქსირებდნენ ამ ავტომანქანის შემდგომ გადაადგილებას. ადგილი, კამერებზე, სადაც ავტომანქანა დაფიქსირდა, ხაიშში შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 15 კილომეტრის რადიუსით არის დაშორებული და ამ მიმართულებაზე, იქ გამოკითხული ადამიანების მიერ არ იყო მითითებული. ეს არ იყო ერთჯერადი გზა,სადაც სამართალდამცველები ეძებდნენ ამ ავტომანქანას. როგორც მოგახსენეთ, გამოვიყენეთ სპეციალური დრონები, რომლებიც სიმაღლიდან აფიქსირებს და ცდილობს სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოაჩინოს ავტომანქანა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, დაფიქსირების ლოკაცია იყო სხვა, სხვა არეალში, ამ კუთხით, ვერ მოხერხდა იმ დღეებში ზუსტად ამ მანქანის პოვნა“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics