|
2020-07-23 16:53:27, 8465 ნახვა
სხვადასხვა
ჩუღურეთში N125 ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ჩუღურეთის რაიონში მდებარე N125 ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწყო. შემოდგომაზე, იმავე ადგილას ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება. მიმდინარე სამუშაოებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესა და მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო. შეხვედრას, სადაც კახაბერ გვანცელაძემ ბაღის მშენებლობის პროექტი წარადგინა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები და აღსაზრდელების მშობლებიც ესწრებოდნენ. კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არსებულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც ხუთ სააღმზრდელო ჯგუფზე იქნება გათვლილი. ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 160-მდე აღსაზრდელი შეძლებს. „ახალი ბაღის მშენებლობას ჩვენ შემოდგომაზე დავიწყებთ და უკვე მომავალ სააღმზრდელო წელს მის ექსპლუატაციაში მიღებას შევძლებთ. ბაღი დააკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ სტანდარტებს და ჩვენი პატარები სააღმზრდელო პროცესს ამორტიზებული შენობის ნაცვლად, კეთილმოწყობილ გარემოში დაუბრუნდებიან“, - განმარტა კახაბერ გვანცელაძემ. N125 ბაგა-ბაღი რიგით მერვეა იმ ბაღებს შორის, რომლის ავარიული შენობის დემონტაჟსაც ბაღების მართვის სააგენტო თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. შენობის დახურვის შემდეგ, ბაგა-ბაღის კონტინგენტი ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდა და მათი სააღმზრდელო პროცესი არ შეფერხებულა.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)