08:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 19:15:25, 666 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სასჯელის მოხდის ახალი ფორმის - შინაპატიმრობის აღსრულების უზრუნველყოფაზე მუშაობს.
სასჯელის მოხდის ახალ ფორმას - შინაპატიმრობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს. უკვე შემუშავებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც შინაპატიმრობის ელექტრონული საშუალებით აღსრულების წესს განსაზღვრავს. 
"სამინისტროს  კომისიამ კვლევის საფუძველზე ამერიკული კორპორაცია „3 M“ გამოავლინა, რომელსაც მსგავსი ელექტრონული მოწყობილობების წარმოების დიდი გამოცდილება აქვს  და პირველ ეტაპზე, სწორედ მისგან მოხდება 200 სამაჯურის და შინაპატიმრობის ზედამხდველობის შესაბამისი ელექტორნული მოწყობილობების შეძენა",-აცხადებენ სამინისტროში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პროექტის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და 520 000 აშშ დოლარის ღირებულების შინაპატიმრობის მოწყობილობისა და მომსახურების გამარტივებული შესყიდვის უფლება ითხოვა. 
კახა კახიშვილის თქმით, საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც სასჯელის მოხდის მსგავს მექანიზმს ნერგავს და სამაჯურების დამკვიდრება მნიშვნელოვნად შეამცირებს არასრულწლოვანი პატიმრების რაოდენობას. 
შინაპატიმრობამისჯილი პირი სამაჯურის მეშვეობით მართვის პუნქტიდან გაკონტროლდება, რომელიც პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განთავსდება. 
ელექტრონული სამაჯურებით პირველ ეტაპზე ის არასრულწლოვნები ისარგებლებენ, რომლებსაც მოსამართლე სასჯელის მოხდის ფორმად შინაპატიმრობას განუსაზღვრავს. სამომავლოდ კი, პროექტი სხვა მსჯავრდებულებზეც გავრცელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics