|
2020-07-23 15:27:31, 2806 ნახვა
სამართალი
გარდაცვალების მიზეზზე საუბარი ნაადრევია, უნდა ჩატარდეს კომპლექსურ-კომისიური კვლევა - დამოუკიდებელი ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმეზე
წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზზე საუბარი ნაადრევია. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი ფიქრობს, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შემდგომ კომპლექსურ-კომისიური კვლევაც ჩატარდება. „დეტალებზე ახლა ვერ ვისაუბრებ. მგონი ნაადრევია ვისაუბროთ რაიმე სახის ვერსიზე, რა შეიძლება გამხდარიყო გარდაცვალების მიზეზი. ჯერ კიდევ არ არის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხი და შემდგომში ვფიქრობთ, რომ ჩატარდება კომპლექსურ-კომისიური კვლევა, რაც მოიცავს სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლას. როდესაც გვექნება სისხლის სამართლის საქმე, უფრო ნათელი გახდება რაზე შეიძლება ვისაუბროთ. როდესაც გვექნება შეხვედრა ადვოკატთან, შევჯერდებით ოჯახის პოზიციაზე, მივიღებთ ინფორმირებულ თანხმობას რა მოცულობით ინფორმაცია გავასაჯაროოთ და შემდეგ გვექნება უფლება“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შედეგად თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)