16:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 12:05:18, 4317 ნახვა

რეგიონი
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება

შემდეგი საკითხი, რომელზეც დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ, ეს გახლავთ ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება.

„ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში -  ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება, იმისთვის, რომ ფერმერებმა ნორმალურად იმუშაონ, ჩვენმა ბავშვებმა ნორმალურად მიიღონ განათლება და ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, ისეთი, როგორიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად“, -  განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics