16:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 13:56:36, 4884 ნახვა

რეგიონი
ეკატერინე ტიკარაძემ გურიის რეგიონში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება.

კამპანიის ფარგლებში მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან  და გურიის გუბერნატორ ზურაბ ნასარაიასთან ერთად, გურიის რეგიონში,  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა, ეკომიგრანტებს პროგრამის შედეგები გააცნო და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„დღეის მდგომარეობით ჩვენ მოვახდინეთ 176 ოჯახის განსახლება, წლის ბოლომდე ვგეგმავთ კიდევ  დამატებით 180 ოჯახის განსახლებას და ასევე, ჩვენ გვაქვს ისეთი ფართები და სახლები, რომელთა დაკანონებაც ესაჭიროებათ ეკომიგრანტ ოჯახებს. 140 ოჯახისთვის დამატებით ვფიქრობთ დავაკანონოთ ბინები და სახლები, რომლებშიც ისინი დღეს დღეობით ცხოვრობენ. გარდა ამისა, დღეს,  ჩვენ ეკომიგრანტებს გავაცანით  ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ დამატებით გააჩნიათ, ეს არის მათი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი ეკომიგრანტებს ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ესტუმრა. 

მინისტრის თქმით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება გრძელდება. „ჩვენ ვიცით, რომ გურიის რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონი და სამინისტრო გააგრძელებს აქტიურ მუშაობს, რომ ყველა ოჯახს, რომელსაც უდგას ან სამომავლოდ შეიძლება დაუდგეს რისკი, მოვახდინოთ ამ ოჯახების განსახლება უსაფრთხო გარემოში.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით,  შეისყიდის. ეკომიგრანტები სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics