00:59 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 10:14:13, 1646 ნახვა

საზოგადოება
ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში,  ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაციას იწყებს.

სამუშაოები ითვალისწინებს  წყლის დონის საზომი სისტემების, მეტეოროლოგიური სადგურის, ნაგავდამჭერის მოწყობას. ასევე,  ქვედა ბიეფში წყალსატარის სარქველების რემონტს, საცემენტაციო გვირაბის გაწმენდასა და დაშრობას.  

 ჩატარებული სამუშაოები   ქვემო ქართლში ათასობით  ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება  1 მილიონ ლარამდეა.

ალგეთის წყალსაცავზე არსებულ ვითარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მენეჯერი  ლალი დურმიშიძე გაეცნენ.

პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს დღეებში დაიწყება მსოფლიო ბანკის "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" ფინანსხური მხარდაჭერით ხორციელდება. 

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 12 თვეში უნდა განახორციელოს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics