02:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-21 14:05:04, 2022 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება

უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.

როგორც ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში თერმოსკრინიგი გააქტიურდება.

„როგორც მოგეხსენებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, დღეს, საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ჩვენს მოქმედებებს. კონკრეტულად, გარდაბნის მუნიციპლიტეტის მთელ რიგ სოფლებში გავააქტიურებთ თერმოსკრინინგს. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილებები ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი და პროცესი, კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი, შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იყვნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, გაუკეთდეთ მათ ტესტები და ყველა ეს ღონისძიება, რომელიც იქნა დღეს მიღებული და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება ამ მუნიციპალიტეტში და აღნიშნულ ბაზრობებზე მიზნად ისახავს მეტ კონტროლს და პრევენციას, რომ რაიმე უფრო გართულებისკენ არ წავიდეს”, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics