|
2020-07-21 13:29:38, 20838 ნახვა
ომი უკრაინაში
იმნაძე - შანსი არის ერთი, ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია და არაფერი არ დაიკეტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა ნიღაბს კვლავ ატარებს და სოციალურ დისტანციას დაიცავს, ქვეყანაში არაფერი არ დაიკეტება. როგორც მან აღნიშნა, გარდაბნის მოსახლეობა გამოკვლევებზე მიდის და ეპიდემიოლოგებთან კარგად თანამშრომლობენ. „ჯერჯერობით, ძალიან კარგად თანამშრომლობს მოსახლეობა. იცით, რომ ჩვენი ჯგუფები იქ მუშაობენ და კარგია მოსახლეობის გამოძახილი - მოდიან ადამიანები, იკვლევენ. თუ არავითარი პრობლემა არ იქნება მოსახლეობის მასობრივ კვლევებთან დაკავშირებით, არ გახდება საჭირო არავითარი რეჟიმის გამკაცრება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია, ყველა ადამიანმა უმარტივესი წესები დაიცვას, რაც დარჩა. მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკულად ძალიან ცოტა დარჩა ისეთი გაუხსნელი ბიზნესები ქვეყანაში, აგერ ქორწილებიც არის უკვე დაშვებული, მაგრამ ჩვენ თუ არ დავიცავთ წესებს, კორონა არ გაჩერდება. შანსი არის ერთი, ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია, მაშინ არაფერი არ დაიკეტება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)