10:59 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-21 11:13:09, 3485 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - „ქართულმა ოცნებამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, ფაქტობრივად, ერთობლივად დაგეგმეს მიხეილ კალანდიას მსხვერპლად შეწირვა

„პარტნიორობა აქვს გაწეული „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ რომელბმაც ერთობლივად დაგეგმეს, ფაქტობრივად,  მიხეილ კალანდიას მსხვერპლად შეწირვა“, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ იგივე პოლიტიკური ძალა, რომელმაც გავლენა მოახდინა მოსამართლეზე თუ აქაც მიაღწევს, მაშინ კალანდიას მიმართ იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარსაგიშვილზე ზეგავლენა მოახდინა და მიაღებინა პოლიტიკური დატვირთვის მქონე გადაწყვეტილება, თუ ამ ძალამ აქაც მოაღწია, იგივე გადაწყვტილება იქნება დატოვებული.

არსებობენ პარტნიორები და ამ შემთხვევაში პარტნიორობა აქვს გაწეული „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ რომელბმაც ერთობლივად დაგეგმეს, ფაქტობრივად,  მიხეილ კალანდიას მსხვერპლად შეწირვა, თავისი პოლიტიკური მერკანტილური ინტერესების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა ადვკოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენს სააპელაციო სასამართლო დღეს გამოაცხადებს. კალანდია 2019 წლის 4 ივნისს, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით  დააკავეს. კალანდია საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდდა, მაგრამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics