02:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-20 23:26:49, 2173 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიამ ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ახალი ვებპორტალი შექმნა

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, ვებპორტალი - www.findouttbilisi.com შექმნა. ვებგვერდის მიზანი, მოხმარების უპირატესობები და დანიშნულება საზოგადოებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გააცნო.

“ახალი ვებგვერდი გაყიდვების ალტერნატიული პორტალია, რომელიც არსებულ ვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორის - ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. მცირე და საშუალო ტურისტული კომპანიები ჩვენგან მხარდაჭერას საჭიროებენ. აღნიშნული პორტალის მეშვეობით კი, ისინი საკუთარი სერვისების გაყიდვას პირველ ეტაპზე შიდა, ხოლო შემდეგში, უკვე საერთაშორისო ტურისტებზე შეძლებენ. აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქალაქებთან. ასევე, თბილისი არის გაწევრიანებული ისეთ ასოციაციაში, როგორიცაა EUROPEAN CITIES MARKETING (ECM). საერთაშორისო ქსელებზე სერვისების კატალოგს სწორედ ჩვენი პარტნიორი ქალაქების მეშვეობით გავავრცელებთ, რაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს”, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

www.findouttbilisi.com წარმოადგენს ონლაინპლატფორმას, რომელზეც თბილისში რეგისტრირებულ კომპანიებს (ტურისტული გიდები, საკვები ობიექტები, ღვინის ბარები, კონცეპტუალური მაღაზიები და ა.შ.) საშუალება აქვთ, საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე ინფორმაცია უფასოდ განათავსონ. 

პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკურ აქტიურობას, შემოსავლებისა და ცნობადობის ზრდას, ასევე, შიდა ტურიზმის გააქტიურებას. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის მიზნით, პლატფორმაზე თბილისიდან გამყვანი ტურების/შეთავაზებების განთავსებაც არის შესაძლებელი.

ვებგვერდის საშუალებით, ასევე, შეიქმნება კერძო კომპანიების კატალოგი, რომლითაც საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები და ასოციაციები ისარგებლებენ. ადგილობრივ კომპანიებს კი საშუალება ექნებათ, უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ.

ვებგვერდის პრეზენტაციას კვების ობიექტების, ტურისტული კომპანიების, სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენლები, ტურისტული გიდები და მცირე მეწარმეები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics