15:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-20 12:52:04, 3879 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო და როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კამპანიაში გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს კამპანია იქნება წარმატებული იმიტომ, რომ  მმართველმა გუნდმა ზუსტად იცის, როგორ უნდა უპასუხოს გამოწვევებს სწრაფად და ეფექტურად და აქვს კონკრეტული გეგმა.

„დღეს ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, წარვადგენთ მაჟორიტარების კანდიდატებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კამპანიაში გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება. ქვეყნის წარმატება იქნება იმიტომ,  რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს სწრაფად და ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და ამის შემდგომ დემოკრატიული, ევროპულ და სამართლიანობის ფასეულობებზე ქვეყნის   ყოველდღიურად შენება.

„მეგობრებო, ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და 2012 წლის შემდგომ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე  ყოველდღიურად შენება. ეს მხოლოდ ამიტომ გახდა შესაძლებელი და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროპორციული არჩევნები დემოკრატიის მიღწევასთან ერთად არის ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics