|
2020-07-20 12:39:08, 3350 ნახვა
პოლიტიკა
კანდელაკი მთავრობას: გააუქმეთ კარანტინი და დაუშვით რეგულარული ფრენები გამწვანებულ ქვეყნებში
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კადელაკი მთავრობას მოუწოდებს, გააუქმონ კარანტინი და აღადგინონ ფრენები ე.წ მწვანე ქვეყნებთან. მისივე თქმით, ავიაკომპანიების ფასწარმოქმნაში რეისების სიხშირე, მგზავრთა ნაკადი და კონკურენცია მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელთა შეზღუდვით მთავრობა განზრახ იწვევს ბილეთების ასტრონომიულ გაძვირებას. „სამწუხაროდ, ევროპული საქართველოს პროგნოზი გამართლდა - ქართული ოცნების მთავრობამ განზრახ შექმნა ვითარება რომელშიც ქვეყანა დე ფაქტო დიდწილად მაინც დახურულია, ფრენები კი იქნება ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი. ინფორმაციამ იმის შესახებ რომ თბილისი-მიუნხენის რეგულარული რეისის განახლების შემდეგ ბილეთის ფასი 4,000-დან 7,100 ლარამდე მერყეობს საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. „ევროპული საქართველოს სახელით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ამგვარი ვითარება ოცნების მთავრობის ორი მავნებლური ნაბიჯის შექმნის შედეგად შეიქმნა: 1. კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვა: აირზენას და, განსაკუთრებით, ვიზეარს, რომლის რეგულარული ფრენების განახლებას უამრავი ადამიანი იმედის თვალით შეყურებდა, ფრენები გერმანიასა და საფრანგეთში არჩევნებამდე არაფორმალურად აუკრძალეს. 2. დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური კარანტინის ძალაში დატოვება: ავიაკომპანიების ფასწარმოქმნაში რეისების სიხშირე, მგზავრთა ნაკადი და კონკურენცია მნიშვნელოვანი ფაქტორებია რომელთა შეზღუდვით მთავრობა განზრახ იწვევს ბილეთების ასტრონომიულ გაძვირებას”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)