15:16 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-19 23:02:51, 3881 ნახვა

პოლიტიკა
ქართული ოცნება საზოგადოებას მაჟორიტარობის კანდიდატებს წარუდგენს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ხვალ, 20 ივლისს დაასახელებს.

 ღონისძიება 11:00 საათზე კოჯორში გაიმართება.

ცნობისთვის, დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა.ქართული ოცნება საზოგადოებას მაჟორიტარობის შემდეგ კანდიდატებს წარუდგენს:

  • ახალციხე - ანტონ ობოლაშვილი;
  • რუსთავი - ნინო ლაცაბიძე;
  • ზესტაფონი - ბეჟან წაქაძე;
  • მცხეთა - შალვა კერესელიძე;
  • ბოლნისი - გოგი მეშველიანი;
  • საბურთალო - დავით სერგეენკო;
  • გლდანი - ლევან კობიაშვილი;
  • ისანი - სოზარ სუბარი;
  • რაჭა - გოჩა ენუქიძე;
  • გურჯაანი - დავით სონღულაშვილი;
  • თელავი - ირაკლი ქადაგიშვილი.

ეს არასრული სიაა.

ინფორმაციისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics