|
2020-07-17 16:46:57, 6462 ნახვა
რეგიონი
კელაპტრიშვილის ქუჩის მოასფალტება
კასპში კელაპტრიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების დასრულებული სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად დაათვალიერა. კელაპტრიშვილის ქუჩა 2018 წელს მოასფალტებული გრიშაშვილის ქუჩის გაგრძელებაა და იგოეთი - კასპი - ახალქალაქის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას უერთდება. ასფალტის დაგებამდე 2018-2019 წლებში ქუჩაზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები - სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემები. ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი 1068 გრძივ მეტრზე დაიგო, მოეწყო რ/კბეტონის ღარები, ეზოში და გზასთან მისასვლელები, საგზაო ნიშნები. გზა ადაპტირებულია შშმ პირთა გადაადგილებისთვის. ათეული წლობით გაუვალი და დახრამული გზის კეთილმოწყობით მოსახლეობა კმაყოფილია, განსაკუთრებით მადლობას გამოთქვამს მაცხოვრის ეკლესიის მრევლი - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა. პროექტი 680 014 ლარით დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ, სამუშაოებს კი ელექტრონულ ტენდრში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)