15:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 13:33:54, 3930 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა

„მაგარი კვლევები ჩაატარა კეზერაშვილმა და ისეთი შედეგი გამოიყვანეს, რომ ყველა შემთხვევაში ოპოზიცია იმარჯვებს. ამ პანდემიის პირობებში საინტერესოა როგორ ჩაატარეს ან აქამდე როგორ ატარებდნენ კვლევებს საერთოდ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ხმამაღლა საუბრობს  იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს, და გაცილებით უფრო კარგი კვლევაც აქვს ჩატარებული.

მისივე თქმით, ბევრი პროგრამა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა, პანდემიის გამო ვერ სრულდება თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ დასტაბილურდება სიტუაცია და ქვეყანა განვითარების იმ ტემპებს დაუბრუნდება რომელიც იყო დაგეგმილი.

„სამწუხაროდ, ბევრი პროგრამა, რომელიც განაპირობებდა კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას, ამ უბედურების გამო ვერ სრულდება, რასაც ვირუსის გავრცელება ჰქვია, მაგრამ იმედია, დასტაბილურდება და კიდევ დავუბრუნდებით იმ ტემპებს, რომელიც გვქონდა დაგეგმილი. რაც შეეხება სიტუაციის მართვას ამ საგანგებო პირობებში, მახსოვს 18 თუ 20 მიმართულება, სადაც ხელისუფლების ჩართულობა 2012 წლამდე იყო 0, მაგრამ რეიტინგებში მაინც პირველ ადგილზე იყვნენ. ამ 0-დან მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, საკმაოდ ბევრი შევძელით. საზოგადოებაში სულ სხვა განწყობაა, ხოლო კეზერაშვილის ტელევიზიებით თუ სხვა რესურსებით წარმოჩენილი განწყობა - სულ სხვაა. ასე რომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კიდევ მეტს შევძლებთ, გაცილებით უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს და არც ადამიანების სისხლსა და ბედზე გადაივლის ჩვენი მომავალი ისტორია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics