16:04 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 11:37:45, 18664 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, სამი კი საკარანტინე სივრციდანაა.

მისივე თქმით, ოთხივე შემთხვევა იმპორტირებულია.  

„დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა და სულ გახლავთ 1010 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული არის მხოლოდ ორი და ეს ციფრი მთლიანობაში 885-ს შეადგენს. კოვიდცენტრებში მკურნალობს 148 პაციენტი. ამ ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა გახლავთ შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო დანარჩენი გახლავთ საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევები. ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი სამხედრო მოსამსახურეებიდან კიდევ 10 პირი ჩამოიყვანეს საქართველოში, მათ იქ დაუდასტურდათ „კოვიდ-19“ და ამ ეტაპზე, მოთავსებული არიან გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა თითქმის დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics