05:53 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 11:17:10, 3664 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან და პროექტის - „სომხეთსა და საქართველოში მიგრანტთა უფლებებისა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება“ - ხელმძღვანელთან, მაია ვებლერთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა EMERGE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ნინო ცაციაშვილმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

EMERGE პროექტის მიზანია მიგრანტთა უფლებების დაცვისა და დემოკრატიული მმართველობის სფეროში სომხეთისა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება, დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტი ფინანსდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics