13:56 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 21:47:14, 3492 ნახვა

პოლიტიკა
ნდობით ეკლესიას ჯარმა გაუსწრო - ყველაზე ცოტა პრეზიდენტს ენდობა - Edison Research

Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი - 90% - ჯარს ენდობა. მეორე ადგილზე ეკლესიაა - 88% ამბობს, რომ მას ენდობა. შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოდის 79%-ით. - კვლევის შედეგები "ფორმულანიუსმა" გამოაქვეყნა.

პოლიციას 70% ენდობა, უნივერსიტეტებს - 69%; ქართულ მედიას - 68%; პრემიერმინისტრს - 63%; ომბუდსმენს - 61%; ადგილობრივ ხელისუფლებას - 57%; მთავრობას - 52%; ცესკოს - 51%; NGO-ებს - ასევე 51%; 

ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი საქართველოს პრეზიდენტს აქვს - 59% ამბობს, რომ მას არ ენდობა.  ასევე 58% არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს; 58% ამბობს, რომ არ ენდობა ქართულ ბანკებს; 54% არ ენდობა პროკურატურას; ასევე 54% არ ენდობა სასამართლოებს; 51% არ ენდობა პარლამენტს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics