13:57 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 12:10:20, 3598 ნახვა

პოლიტიკა
​რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები

შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს საქართველოს მხრიდან რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო, - აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მიუხედავად სერიოზული პროვოკაციული დარღვევებისა თბილისში, სამწუხაროდ მორიგ ჯერზე ცდილობენ, მოაწყონ პოლიტიკური სპექტაკლი და პასუხისმგებლობა დააკისრონ სხვებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები, გამოიყენოს ყველა შესაძლო დიალოგის ფორმატი რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის დისკუსიები და ასევე, კარასინ-აბაშიძის არაფორმალური მოლაპარაკებების ფორმატი, რათა არსებული პრობლემები კონსტრუქციული გზით გადაიჭრას“,  - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია დაჩქარებული წესით დაიწყოს მოლაპარაკებები თბილისსა და სოხუმთან, ასევე ცხინვალთან საზღვრის დელიმინაციასა და დემარკაციაზე.

ამასთანავე, უწყება ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებებს და მათ „პროვოკაციულს“ უწოდებს.

„ცალკე გვინდა აღვნიშნოთ პროვოკაციული კომენტარები აშშ-ის დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ, რომლებიც უკვე ტრადიციულად, როგორც ამერიკულ მანერას შეეფერება, საქმეში გაურკვეველნი, ამართლებენ ქართველებს და მთელს ბრალს რუსეთსა და ცხინვალს სდებენ. ყველაფერი ეს ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics