2020-07-16 10:30:32, 4701 ნახვა
რეგიონი
თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.
ავტომობილის მძღოლი და ოთხი მგზავრი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიცია იყო მობილიზებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,