|
2020-07-15 18:46:48, 4075 ნახვა
რეგიონი
სასტუმროს დასუფთავება კოვიდ სტანდარტების გათვალისწინებით - აჭარაში ტრენინგები იწყება
აჭარაში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები იწყება. დასუფთავების სამსახურის სწორი ფუნქციონირება და კოვიდ სტანდარტებთან თანხვედრა იქნება ტრენინგის მთავარი თემა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 18 ივლისიდან სექტორს შესთავაზებს. ორკვირიან თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებზე მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას, როგორებიცაა კოვიდ სტანდარტების დაცვით სასტუმრო ნომრებისა და სხვა სივრცეების დასუფთავება, შრომითი უსაფრთხოება, სტუმართან სწორი კომუნიკაცია, სხვადასხვა ტიპის ქსოვილების, ზედაპირების რეცხვა-დასუფთავების სპეციფიკა და დასუფთავების სამსახურის როლი სასტუმროში. ტრენინგები ბათუმში 26 ივლისამდე ჩატარდება. მას რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურების თანამშრომლები დაესწრებიან. არსებული ტრენინგი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სხვა ტრენინგ-სემინარების მსგავსად უფასო იქნება და ბათუმის შემდეგ ის ქობულეთში ჩატარდება. თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაციისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შემდეგ ნომერზე უნდა დაუკავშირდნენ 577 909 128. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, ბოლო წლებში რეგიონში 3000-ზე მეტი ტურისტული სერვისის მიმწოდებლისთვის ჩაატარა ტრენინგები. გასულ წელს, ამ მიმართულებით არაერთი საჯარო ლექცია, სემინარი და თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა, მათ შორის მთიანაჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და მარნების წარმომადგენლებისთვის.
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)