|
2020-07-15 18:07:37, 3036 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებული მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს უახლოეს მომავალში წარადგენს. როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში აღნიშნა, ამ საკითხზე მუშაობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. „ჩვენი ამოცანა არის გუნდის განახლება და ამასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე საარჩევნო პროგრამით, სადაც აისახება ყველა ის მიმართულება, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. სიაში იქნებიან როგორც ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე იქნებიან ბუნებრივია ახალი სახეები. უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მომდინარეობს მუშაობა ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ყველა შემდგომ არჩევნებზე არის საჭირო გუნდის განახლება და ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე. კრიტერიუმი იქნება ობიექტური. ეს არის პროფესიონალიზმი და წესიერება. ჩვენი ახალი კანონით დადგენილი ვალდებულება, რომ ყოველი მეოთხე სიაში უნდა იყოს განსხვავებული სქესის, თუმცა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამის მიღმაც, კიდევ უფრო ფართოდ იქნებიან ჩვენს სიაში წარმოდგენილი ქალები. ამაზე აქტიურად გრძელდება მუშაობა. უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება" წარადგენს 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ასევე ისაუბრა სტრატეგიაზე, რომელიც საარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ ექნება. მისი თქმით, კამპანია აგებული იქნება იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისთვის და ქვეყნის მოსახლეობის სოციალურო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. „ჩვენი მთავარი გამოწვევები არის დაკავშირებული ეკონომიკასთან, სოციალურ მდგომარეობასთან, განსაკუთრებით პანდემიის გათვალისწინებით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად ამოვიდეთ იმ კრიზისიდან, რომელიც შექმნა პანდემიამ. ბუმებრივია ეს აინტერესებს საზოგადოებას და ჩვენი კამპანია აგებული იქნება რა თქმა უნდა, იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისთვის და ქვეყნის მოსახლეობის სოციალურო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხდა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)