|
2020-07-15 15:14:50, 3654 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 110 ნომრიანი სასტუმრო “აისი“ გაიხსნება
„საქართველოს ბანკი“ სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და „აისი“-ს პარტნიორობის შედეგად თბილისის ძველ უბანში, ავლაბარში 110 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. სასტუმროში განთავსებული იქნება, ქართული, ევროპული, აზიური რესტორნები, ორი აუზი, საკონფერენციო დარბაზები, ლაუნჯი. პროექტის ფარგლებში მოხდა ისტორიული სტატუსის მქონე შენობის - სკოლის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე. ეს კი სასტუმროს ტურისტულ მიმზიდველობას კიდევ უფრო მეტად ზრდის. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებშიც კი კომპანიამ შეძლო მშენებლობის დაჩაქარებულ ვადებში გაგრძელება და საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულება. ბანკს COVID 19-ის პირობებშიც არ შეუწყვეტია პროექტის ფინანსური მხარდაჭერა. პროექტის ჯამური ღირებულება 4 500 000 ევროა. სასტუმრო გახსნის შემდეგ 80-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს. „საქართველოს ბანკისთვის სასტუმრო ბიზნესი ტურიზმის განვითარების მიზნით ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგს წარმოადგენს. პანდემიამდე ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი იყო. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით ბიზნესების წახალისებას, რათა შევამციროთ პანდემიიის შედეგად გამოწვეული ნეგატიური გავლენა. ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას სექტორის განვითარებას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს არსებული, დიდი გამოწვევის წინაშე“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)