03:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 13:41:23, 1970 ნახვა

საზოგადოება
გადავარჩინოთ ტურიზმი - ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

„გადავარჩინოთ ტურიზმი“- ამ სახელწოდებით, დღეს ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქცია-პერფორმანსი შავთელის ქუჩაზე, გაბრიაძის მარიონეტების თეატრთან დაიწყო, საიდანაც მშვიდობიანი მომიტინგეები მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიძრნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ალექსანდრე პაიკიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მშვიდობიანი მომიტინგეების ძირითადი მოთხოვნებია რეგულარული საჰაერო რეისების აღდგენა, საკარანტინე სივრცეების გაუქმება და ჩამოსული სტუმრების PCR ტესტებით შემოწმება.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ეძლევა 1 კვირიანი ვადა, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქციები გაგრძელდება.

„გვაქვს ორი ძირითადი მოთხოვნა: ეს გახლავთ პირველ რიგში, რეგულარული საჰაერო რეისების და არა ჩარტერულის აღდგენა. ბაზარზე იმ მოთამაშეებს დაბრუნება, საუბარია Wizzair-ზე და Ryanair-ზე, რომლებიც იყვნენ და ახორციელებდნენ ოპერირებას საქართველოს საჰაერო სივრცეში. იმ 15 ქვეყანასთან, რომლებიც ე.წ მწვანე ზონები არიან და რომლებმაც გაგვიხსნეს ჩვენ საზღვრები, აღვადგინოთ მიმოსვლა. ასევე, საკარანტინე სივრცეების გაუქმება და საზღვარზე, ჩამოსული სტუმრების PCR ტესტებით შემოწმება, ვინაიდან არავინ ორი კვირა დასასვენებლად წასული კარანტინითვის თავს არ გაიმეტებს და მეორე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან ქვეყანაში ექცევიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, როდესაც უცხოელ ტურისტს ვიღებთ და ჩვენებს ვუშვებთ საკარანტინო ზონაში. საკარანტინო ზონები ძვირი უჯება სახელმწიფოს, ვიდრე PCR ტესტები და არანაირი შინაარსი მას არ გააჩნია.

ჩვენ ხელისუფლებას მივცემთ ერთ კვირიან ვადას, იმ შემთხვევაში თუ არ დაიწყება ამ მიმართულებით მუშაობა და უცხოური კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ მიდის მათთან მოლაპარაკებები, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ აქციებს. ხალხი არის უმუშევრად და ბევრი დრო აქვთ“, - განაცხადა ალექსანდრე პაიკიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics