|
2020-07-15 13:01:37, 2724 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - ირაკლი კობახიძის დანიშვნა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, არჩევნებში ოპოზიციის დახმარებაა
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის დანიშვნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, არჩევნებში ოპოზიციის დახმარებას ნიშნავს. მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ კობახიძეს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნავს, კიდევ ერთხელ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ ივანიშვილის რეჟიმი, ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. „20 ივნისს კობახიძის პირადი დამსახურებით არა მხოლოდ ბატონი გავრილოვი აღმოჩნდა მის სავარძელში, არამედ ამას მოჰყვა წყება მთელი შესაბამისი ვითარების, რომელმაც გამოიწვია ქართველი ხალხის სერიოზული დაზიანება და მათ შორის, რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. ირაკლი კობახიძის როლი 20 ივნისის მოვლენებში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. პროტესტი დაიწყო სწორედ ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით, რასაც მან ცინიკური დაცინვით უპასუხა. ეს არის ტონი, რომლითაც ის ესაუბრება საზოგადოებას. „ქართული ოცნება“ თუ მას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნავს, ამით კიდევ ერთხელ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმი და ამ მიმართულებით ეს იქნება მხოლოდ დახმარება, ხელის წაკვრა ოპოზიციისა და ქართველი ხალხის ინტერესებისთვის, რომ შემდეგ არჩევნებზე დავამარცხოთ ივანიშვილი მისი ყველა პოლიტიკური მარიონეტის, პირველ რიგში, ბატონი კობახიძის ჩათვლით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)