|
2020-07-15 12:43:59, 2853 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ახალი საწარმოები იხსნება, რომლებიც ასაქმებენ ჩვენს მოქალაქეებს
100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილ სპილენძისა და ალუმინის სადენების ახალ საწარმოში, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ოფიციალურად გახსნა. საწარმოში ინვესტიცია განახორციელა თურქულმა კომპანიამ „Koç Kablo". საწარმო აღჭურვილია მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიით, რაც სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს უზრუნველყოფს. „ახალი საწარმო ძალიან მაღალტექნოლოგიური და კონკურენტულია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. საწარმო შეიქმნა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, სახელმწიფოს დახმარებით და მიუხედავად იმისა, რომ ახლადგახსნილია, ამ ეტაპზე, უკვე ასაქმებს 100 ადამიანს და მომავალში ამ მაჩვენებელს, პრაქტიკულად, გააორმაგებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, რომელსაც თურქეთის ერთ-ერთი ძლიერი და გამოცდილი კომპანია ახორციელებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმ სირთულისა, რაც ახლავს პანდემიას, იქმნება ასეთი ახალი საწარმოები, რომლებიც ასაქმებენ ჩვენს მოქალაქეებს და აძლიერებენ საქართველოს საექსპორტო პოტენციალს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. კომპანიას 2018 წლის თებერვალში პროგრამით „აწარმოე საქართველოში" 9502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი საექსპორტო პოტენციალიდან გამომდინარე. საწარმო, ძირითადად, პროდუქტს აწარმოებს საექსპორტო ბაზრებისთვის. ამჟამად კომპანიას მიღებული აქვს მსხვილი შეკვეთა ბურკინა-ფასოდან და განადან, ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთთან და ყურის ქვეყნებთან. საწარმო, სრულად დატვირთვის შემდეგ, დაასაქმებს დაახლოებით 250 ადამიანს. მისი საწარმო სიმძლავრე წლის განმავლობაში არის 12 000 ტონა სპილენძისა და ალუმინის დამუშავება. რაც ფინანსური მაჩვენებლებით შეადგენს 300 მლნ ლარის ღირებულების პროდუქციის წარმოებას, 40 მლნ დამატებითი ღირებულების შექმნას და მილიონობით ლარის გადასახადების შედინებას ბიუჯეტში. საწარმოს გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საწარმოს გენერალური დირექტორი ირაკლი ბრეგვაძე და სხვა ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომადგენლები.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)