|
2020-07-15 12:21:04, 1850 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური გაერთიანებიდან გასვლას არ აპირებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ დატოვებას არ აპირებს. მისივე თქმით, თუ ცალკეულ პარტიას გაერთიანებიდან გასვლა უნდა, პრობლემა არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი და რეალურად, მისი დაფუძნების მთავარი შემოქმედი. „ნაციონალური მოძრაობა“ არსად არ აპირებს გასვლას. „ძალა ერთობაშია“ იქნება იმ ფორმატში, როგორიც არის. პირიქით - კიდევ უფრო გაფართოვდება, შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და ცალკეული პირები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგს. ხოლო თუ ცალკეულ პარტიას გასვლა უნდა, ესეც არ არის პრობლემა. პოლიტიკური ცხოვრება ყოველთვის არის მობილური და როგორც დიდი შოთა რუსთაველი იტყოდა: „იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა“. შეუძლებელია “ძალა ერთობაშია“ წარმოვიდგინოთ “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე. “ძალა ერთობაშია” არ დაიშლება. ეს იმას ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იქნება ამ ძალიან კარგი და საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, წარმატებული გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი. ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, თუ ვინმეს უნდა, ალიანსის დატოვება, ამას პრობლემად არ განვიხილავთ. თუმცა, სასურველია, სრული შემადგენლობოთ შენარჩუნება. ასე რომ გადართოვდება, შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და შესაძლებელია სხვა პირებიც”,- განაცხადა გოცირიძემ. ჟურნლისტის კითხვაზე, რომ შესაძლოა, თაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ გაერთიანება დატოვონ, გოცირიძემ უპასუხა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, გაერთიანებაში ყველა დარჩეს. ცნობისთვის, „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-დან „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე საუბრობენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)