|
2020-07-15 11:23:36, 1482 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტსაბჭოს ყველა წევრი პოტენციურად ვირუსმატარებელია
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საარჩევნო შტაბის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი არ მივიდა იმიტომ, რომ კოვიდ19-ის ეშინია. გოცირიძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტსაბჭოს ყველა წევრი არის პოტენციურად ვირუსმატარებელი „ბიძინა ივანიშვილი ამ შეხვედრებს რომ დაესწროს, საჭიროა სამი რამ: ან უნდა გამოიგონონ ვაქცინა, ან იყიდოს ვირუსგაუვალი სკაფანდრი და ისე მივიდეს და როგორც ჩანს, მას ჯერ ეს სკაფანდრი არ აქვს ან მესამე - დაძლიოს შიში. უახლოეს პერიოდში არ არსებობს თეორიული შანსი ამ სამიდან რომელიმეს შესრულების. ასე რომ, ჩვენ კვლავ ვიხილავთ ბუნკერიდან საუბრებს „ქართული ოცნების“ ოფისთან. ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტსაბჭოს ყველა წევრი არის პოტენციურად ვირუსმატარებელი,"- განაცხადა გოცირიძემ. ცნობისთვის, გუშინ "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. ბიძინა ივანიშვილი არ მივიდა და თანაგუნდელებს სკაიპის საშუალებით ერსაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)