|
2020-07-14 16:17:26, 1267 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირდაპირ მოგვიწოდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ, ოპოზიციას კარს მომდგარი არჩევნები აშინებს
„ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირდაპირ მოგვიწოდა ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ. მისი შეფასებით, აქ კარგად ჩანს, „ის თუ რის ეშინია ყველაზე მეტად რადიკალურ ოპოზიციას, - ეს არის კარს მომდგარი არჩევნები“. პარლამენტის წევრის თქმით, ოპოზიციამ იცის საკუთარი რეიტინგის შესახებ და არჩევნების მიმართ შიში აქვს. „მათ იციან საკუთარი რეიტინგი, სამპროცენტიანი რეიტინგი და ბუნებრივია, სამპროცენტიან პარტიას აქვს შიში არჩევნების მიმართ, მაგრამ ამ შიშიდან გამომდინარე, ჩვენ საგანგებო მდგომარეობას ვერ გამოვაცხადებთ. მით უმეტეს, რომ ამის საფუძველი დღეს არ არის“,- განაცხადა დეპუტატმა. მან საზოგადოებას შეახსენა, რომ საგანგებო მდგომარეობა ყველანაირი ეპიდემიის დროს არ ცხადდება და ის საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ეპიდემიასთან გამკლავებისთვისაა აუცილებელი. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაში, საქართველოში ასეთი ვითარება არ არის და პანდემიასთან ჩვეულებრივი კანონითა და მაქსიმალურად რბილი ზომებით შესაძლებელია ბრძოლა. „ეს კანონი არის აბსოლუტურად რაციონალური, ატარებს მაქსიმალურად რბილ ზომებს, იმისთვის, რომ მინიმალური შეზღუდვებით საბოლოოდ დავამარცხოთ პანდემია, შესაბამისად, მე, პირადად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ამ კანონის მხარდაჭერისკენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)