|
2020-07-14 15:22:11, 2445 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ყაზბეგში სასტუმრო „360° HOTEL KAZBEGI“ გაიხსნება
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის წახალისების მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, ყაზბეგში ახალი სასტუმრო გაიხსნება. „360° HOTEL KAZBEGI“ 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება და მასში 37 სასტუმროს ნომერი განთავსდება, სადაც 2 ნომერი შშმ პირთათვის იქნება ადაპტირებული. (აქედან 5 ნომერი განკუთვნილია მომსახურე პერსონალისთვის) სასტუმროში ასევე იქნება 60 კაცზე გათვლილი რესტორანი და „ლაუნჯ ბარი“ ტერასებით. აღსანიშნავია, რომ ასევე სასტუმროს ყველა ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სასტუმრო მომავალ წელს სტუმრებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით აუზის, სპა ცენტრისა და საკონფერენციო დარბაზის გახსნასაც გეგმავს. სასტუმრო პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს. პროექტის ჯამური მოცულობა 2 მილიონ დოლარს შეადგენს. სასტუმრო ადგილობრივი ინვესტიციით აშენდა. „საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის წახალისებას აგრძელებს. ბანკის ფინანსური ჩართულობით ყაზბეგს კიდევ ერთი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „360° HOTEL KAZBEGI “ შეემატება. მიგვაჩნია, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბიზნესების მხარდაჭერა და მითუმეტეს ტურისტული მიმართულებების ბიზნესისა, რადგან სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სწორედ ტურიზმია. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმრო ადგილობრივ ინვესტიციას წარმოადგენს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს. გვჯერა, რომ ეს სასტუმრო მალე გადაიქცევა მომხმარებლისათვის საყვარელ ადგილად“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)