16:27 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 13:40:47, 3554 ნახვა

კომენტარი
ანატოლი ბიბილოვი - საქართველომ და სააკაშვილმა ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა ქმედება პოლიტიზირებულია, ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას საქართველოს ნაწილად განიხილავს, რაც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მიდგომაა, - ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა გაზეთ „სამხრეთ ოსეთთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოში ყველამ მშვენივრად იცის, რომ 2008 წელს სამხრეთ ოსეთს თავს საქართველო დაესხა.

„ჩვენ კარგად გვესმის დასავლეთის გლობალური პოლიტიკა, რომელიც ორმაგ სტანდარტებზეა დაფუძნებული. მსოფლიოში ყველამ მშვენივრად იცის, რომ 2008 წელს საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს. ამის შესახებ არის საუბარი ხაიდი ტალიავინის მოხსენებაში. მაგრამ, სამწუხაროდ, სტრუქტურები რომლებიც უნდა მუშაობდნენ პასუხისმგების საკითზე, წინასწარ არიან უარყოფითად განწყობილები

რატომ არ გვაქვს ურთიერთობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან? იმიტომ, რომ მათი ყველა ქმედება პოლიტიზირებულია. მათ არ სურთ, გააცნობიერონ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და სამშვიდობოების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და განიხილავენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას საქართველოს შემადგენლობაში. ეს აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მიდგომაა“ - განაცხადა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში მიმდინარეობს განსაკუთრებული მუშაობა იმისათვის, რომ საქართველომ და პირადად მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი აგონ.

„ეს საქმე არ მორჩება“, - განაცხადა ბიბილოვმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics