|
2020-07-14 13:38:11, 1116 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - მსგავსი რეგულაცია რომ გქონოდათ, ვერ მიყიდიდით სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთს
„ქართული ოცნება“ ატერორებს ბიზნესს - ესაა „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსში პიარული თავხედობა, ოღონდ ამას ნაცები ამბობენ“ ,-ასე უპასუხა ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას. როგორც მდინრაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში რომ ყოფილიყო მსგავსი რეგულაცია, ეს გასაუქმებელი ექნებოდათ, რადგან სტრატეგიულ ობიექტებს რუსებს ვერ მიყიდდნენ. „რაც შეეხება კომუნიკაციებს. ამაზეც გეტყვით. თქვენ მგონი მართლა რაღაც იმედი გაქვთ ერთმანეთს რომ ელაპარაკებით ხოლმე პარტიაში, არ გაწყობთ მსგავსი რეგულაციის განხილვაც კი. თეორიულადაც არ გინდათ დაშვება ამის, იმიტომ, რომ როგორც გააკეთეთ 2012 წლამდე სტრატეგიული ობიექტების რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი მიყიდეთ რუსებს და ვითომ ანტირუსულ კამპანიებს თქვენ ალაგებთ ამ ქვეყანაში, ეს გინდათ ალბათ გააგრძელოთ და ეს გაწუხებთ და ეს შინაგანი შფოთვები გაქვთ და როცა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზეა ლაპარაკი, რას ქვია ამ თემას განიხილავთო, რას ქვია ეროვნული ინტერესებიდან გამოდიხართო ამბობთ. აი აქ ხართ დღემდე და ვერ ხვდებით, რომ ამას ვეტყვით ხალხს და ხალხიც გაიგებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)