05:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 10:49:49, 1155 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ვაგრძელებთ პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობას

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პოსტკრიზისულ გეგმაზე და სტრატეგიაზე, რაც მოიცავს ძალიან კომპლექსურ ღონისძიებებს, როგორც მაკროეკონომიკური ისე ფისკალურ და, რაც მთავარია სექტორულ ნაწილში, რაც თავის მხრივ ინვესტიციების წახალისებას ითვალისწინებს და ამ კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს.

მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და  ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზენტაციის სექტორულ ნაწილში ასახულია ხელისუფლების წინადადებები.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), რომლის დახმარებით, მხარდაჭერით და დაფინანსებით ხორციელდება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა.  ჩვენ მოვისმინეთ მათი პრეზენტაცია სექტორულ ნაწილში, კარგია, რომ ჩვენი ბევრი წინადადება არის ასახული და ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ხარისხის დოკუმენტი გვექნება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმებზე USAID-ის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. შეხვედრები რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება. სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ანალიტიკოსები და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics