05:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-13 15:35:57, 1241 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,  ნინო თანდილაშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ და სავაჭრო და გასართობი ქალაქის „ისთ ფოინთი“ მარკეტინგის დირექტორმა, თეა ლომინაძემ ხელი  თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ გარემოსდაცვით სფეროში საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების,  ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ზრდის მიმართულებით.

ნინო თანდილაშვილის განაცხადებით, გარემოს დაცვა და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის მშენებლობაშიც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის ეფექტიან კოლაბორაციას განსაკუთრებული ფუნქცია აქვს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას ეყრება საფუძველი. გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების ნაწილში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაქვს წარმატებული ერთობლივი მუშაობის მოლოდინი“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ინიციატორია სავაჭრო და გასართობი ქალაქი „ისთ ფოინთი“, რომელიც ნარჩენების გონივრული მართვის და გარემოს დაცვის მიზნით, მომხმარებელს მანქანის უფასო ელექტროდამტენით სარგებლობის, ასევე, ელექტრობატარეების შესაგროვებელი პუნქტის გამოყენების და ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულ ურნებში ნარჩენების სეპარაციის შესაძლებლობას აძლევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics