05:44 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 11:11:08, 533 ნახვა

საზოგადოება
,,მოსიარულე ბიბლიოთეკა’’ ზემო სვანეთის სოფლებს ეწვევვა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან, დღეს, წიგნებით დატვირთული ავტობუსი ზემო სვანეთის სოფლებისკენ გაემგზავრება და საინტერესო ლიტერატურით 17მდე სასკოლო ბიბლიოთეკას მოამარაგებს.

„წიგნი ყველა სოფელს“ - არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობისა“ და ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის  ორგანიზებით  ხორციელდება. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და „ვისოლ ჯგუფის“, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L“-ის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, ასევე ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში  წიგნების შეგროვება მთელი თბილისის მასშტაბით ხორციელდება. სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“, და “დანქინ დონატსის” რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი.

პროექტის ფარგლებში წიგნების დიდი მარაგი წელს უკვე  დაურიგდა რაჭის სკოლებს. პროექტის წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა და რაჭაში გააცილა. მეორე ეტაპზე მოსიარულე ბიბლიოთეკა  კიდევ ერთი მაღალმთიან მუნიციპალიტეტს - მესტიას ეწვევა.

აქტივობები 25 ივლისიდან დაიწყო. რეგიონების მოსახლეობისათვის წიგნების მიწოდებაზე ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა’’ (სპეციალური ავტობუსი) იზრუნებს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში გაჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების დახმარებით იქაურ მოსახლეობასაც მისცემს საშუალებას გააჩუქონ წიგნები და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტში.

„წიგნი ყველა სოფელს“ გრძელვადიანი პროექტია და მაღალმთიანი სოფლების მწირი სასკოლო ბიბლიოთეკების წიგნის ფონდის გამდიდრებას ისახავს მიზნად. მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე ,პროექტი სხვა რეგიონების ბიბლიოთეკებსაც მოამარაგებს და მომავალშიც გაგრძელდება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics