13:34 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-11 21:45:19, 3381 ნახვა

სამართალი
დეპუტატ კობა კობალაძის სპორტსმენი შვილი ადამიანის დაჭრისთვის დააკავეს

ცნობილი ხდება, რომ დეპუტატ კობა კობალაძის შვილი პოლიციას ჩაბარდა, ის მამასთან ერთად ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გამოცხადდა. საქმე ეხება თბილისში მომხდარ ინციდენტს, რაზეც სისიხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღიძრა.

"ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. ბევრი რამეა აგორებული მასზე. ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები და რეალურად სამართლებრივი შეფასება მიეცემა მის საქმეს. 

არავის ხელს არ ვაფარებ. ბავშვი არის სპორტსმენი, ის ცდილობს სიმართლის მხარეს იყოს. თუ ვინმე ეცდება ამ საქმით წინასაარჩევნოდ რაიმე პროვოცირება მოახდინოს, ეს უკვე მათი პრობლემაა". – ამბობს დეპუტატი კობა კობალაძე რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში.

დავით კობალაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს , დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics