|
2020-07-11 14:11:24, 3258 ნახვა
სამართალი
მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოკინაშვილს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მისი ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე არნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმება და გადაწყვტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. „სასამართლომ გიორგი ოკინაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა, ანუ რასაც ითხოვდა ბრლადების მხარე. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმება იქიდან გამომდინარე, რომ მიაჩნია დაუსაბუთებლად. შესაბამისად, დაცვის მხარე გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას და 48 საათიან ვადაში სააპელაციო სასამართლოსი გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლელა ჭანკვეტაძემ. შეგახსენებთ, რომ მამისა და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ო. სამართალდამცველებმა 9 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა. აღნიშნული ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)