|
2020-07-11 12:41:51, 3659 ნახვა
სამართალი
გიორგი გელხაური - არ გაქვს მოლოდინი, რომ „ტოიოტას“ მგზავრებს ბრალი დაუმძიმდებათ
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ არ აქვთ მოლოდინი რომ „ტოიოტას“ მგზავრებს ბრალი დაუმძიმდებათ. ამის მიზეზად გელხაური ასახელებს იმას, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმის, რომ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებს რაიმე სახის ფიზიკური შემხებლობა ჰქონდათ გიორგი შაქარაშვილთან. „არ არსებობს არც ერთი ჩვენება, არ არსებობს არც ერთი ვიდეოკადრი, არ არსებობს არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ დაადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობა ჰქონდათ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებს. ჩვენ იმის მოლოდინი, რომ მათ მიმართ დამძიმდება ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით, არ გვაქვს. თუმცა ის გარემოება, თუ რით მიიღო შაქარაშვილმა დაზიანებები, უნდა დაადგინოს გამოძიებამ და ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ, შეიძლება თუ არა ვინმეს მიმართ დამძიმდეს ბრალდება“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)