|
2020-07-10 17:56:48, 3198 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, ვისოლი უნიქარდის მფლობელებს საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ვისოლი და უნიქარდი მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს გახდიან და მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის ღირებულების საწვავის მოხმარებას მოასწრებენ, სპეციალურ ფასდაკლებებს შესთავაზებენ საქართველოს ულამაზეს კუთხეებში მდებარე სასტუმროებში. უფრო მეტიც, ვისოლის თვითმომსახურების სადგურზე, რომელიც მარშალ გელოვანზე, პოლიციის სამმართველოსთან მდებარეობს მომხმარებლებს უნიქარდზე გასამმაგებული ქულები და კიდევ უფრო მეტი ფასდაკლება ელით თითოეულ ლიტრ საწვავზე. “„ვისოლის“ და „უნიქარდის“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილე მნიშვნელოვანი თარიღია. უპირველეს ყოვლისა მადლობა გვინდა გადავუხადოთ “უნიქარდს”, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, რომელმაც ჩვენთან ერთად გაიზიარა ბაზრის განვითარების დინამიკა თუ მომხმარებლის ქცევის ცვლილება და მუდმივი სიახლეების და დამატებითი სარგებლის შეთავაზებით შეინარჩუნა ბარათის აქტუალობა და მისი ერთგული მომხმარებელი. ამ დროის განმავლობაში ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა 15 მილიონი ბონუს ქულა დააგროვა“ვისოლში” და 800 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო დაგროვებული ბონუს ქულების სანაცვლოდ საჩუქრები, მათ შორის ვისოლის საწვავი. საიუბილეოდ, ვეცადეთ მომხმარებლებისათვისაც მადლობა გადაგვეხადა ერთგულებისთვის და შეგვეთავაზებინა მიმზიდველი აქციები, რაც მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომს გახდის მათ მოგზაურობას “ვისოლთან” და “უნიქარდთან” ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით.“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. შესახსენებთ, რომ უკვე თითქმის ორი წელია „ვისოლი“ უნიქარდის მფლობელებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად საწვავზე მუდმივ 10 თეთრიან, ხოლო შაბათ-კვირას 15 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს. შესაბამისად, „ვისოლისა“ და „უნიქარდის“ ერთგულ მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს საშუალება მნიშვნელოვანი დანაზოგი მიიღოს „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელში არსებულ ყველა ტიპის ბენზინსა და დიზელზე და პარალელურად დააგროვოს ბონუს ქულები საჩუქრების მისაღებად. „ვისოლი“ ნავთობსექტორში „უნიქარდის“ ექსკლუზიური პარტნიორია.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)