12:23 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 13:59:32, 3306 ნახვა

პოლიტიკა
კაკულია კობერიძეს - ნუ მიყვირი, უყვირე ვისთანაც გაგსვლია, მორჩი აქ „ბლატაობას“

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება კობერიძის მხრიდან კითხვებისთვის განკუთვნილი დროის ხანგრძლივობის გაპროტესტებას მოჰყვა.

„არ მინდა დაძაბული ტონი. ნუ მიყვირი, უყვირე ვისთანაც გაგსვლია. მორჩი აქ „ბლატაობას“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

„ვისთანაც გამსვლია და შენ გიყვირივარ. კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და საკითხი უნდა განვიხილოთ, ხელი გააჩერე, ჩაწიე ქვემოთ, ნუ მიქნევ ხელებს“,  მიმართა კობერიძემ კაკულიას.

ცნობისთვის, პარლამენტში „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics