|
2015-09-02 17:44:57, 428 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: ასოცირების დღის წესრიგში არ წერია, რომ ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია უნდა გამოეყოს
პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის მტკიცებით, ევროპის ცენტრალური ბანკი მხარს უჭერს, რომ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში ზედამხედველობის ფუნქცია შედიოდეს. ამის შესახებ აბაშიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშკერულებაში არსად წერია, რომ ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია უნდა გამოეყოს. „ასოცირების დღის წესრიგი ჩვენ გვავალდებულებს, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, უნდა ვისარგებლოთ ევროკავშირის ექსპერტიზით, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობით. მითითებულია, რომ ეს უნდა იყოს საბანკო ზედამხედველობაზეც. თუ ჩვენ, მარტივად, ამ კანონპროექტის წერის პროცესში გამოვიყენებდით ევროკავშირის ექსპერტიზას, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობას, დამერწმუნეთ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი არც ერთ შემთვევაში არ მოგვცემდა ექსპერტიზას, რომ ეროვნული ბანკიდან უნდა გამოეყოს საბანკო ზედამხედველობა, ვინაიდან თავად ევროპის ბანკის კვლევებში, რომელიც საჯაროა და უახლესია, მოცემულია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი ევროვნული ბანკის შემადგენლობაში ზედამხედველობის ფუნქციის ყოფნას მხარს უჭერს. ასოცირების დღის წესრიგში, არ არის საუბარი იმაზე, რომ ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია უნდა გამოეყოს. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)