02:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 10:15:06, 2970 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ხობში ჩინური ინვესტიციით საწარმოს პროექტი პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია

ხობში ჩინური ინვესტიციით პლატმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზადდებოდა, უახლოეს პერიოდში კი მშენებლობა დაიწყება, – ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „გლობალ რისაიქლინგის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

მისი თქმით, განხორციელდება 50 მილიონი ლარის ინვესტიცია და 400 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.

შეხვედრაზე „გლობალ რისაიქლინგის“ წარმომადგენლებმა საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ ხობის მუნიციპალიტეტში პლასტმასის ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხნის და შემდეგ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოო სიმძლავრეების განვითარება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ასევე ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კომპანია „გლობალ რისაიქლინგმა“ ხობის მუნიციპალიტეტში 300 000 კვ.მ. მიწა „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის ფარგლებში პირობებიან აუქციონზე შეიძინა და სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიიდან პლატმასის გადამამუშავებელი ქარხნის გადმოტანას და შემდგომ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოების საქართველოში გახსნას გეგმავს. პირველ ეტაპზე, ინვესტორი 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო მომავალში ხობში გეგმავს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics