05:42 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-02 16:52:36, 472 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთათვის საცხოვრებელი სახლების აშენების ფარგლებში ტენდერი ჩატარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთათვის საცხოვრებელი სახლების აშენების პროგრამის ფარგლებში ელექტრონული ტენდერი ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ტენდერში ორმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში სატენდერო წინადადებებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობას 16 საცხოვრებელ სახლზე, აქედან 2 ერთოთახიანი და 14 სამოთახიან საცხოვრებელ სახლზე ქონდა ტენდერი გამოცხადებული.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას განმარტებით, საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაიწყება და ის ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. 
მუნიციპალიტეტის გამგეობა აქტიურად ჩაერთვება მშენებლობის პროცესში და პროგრამის ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარს შეუქმნის ნორმალურ საყოფაცხოვრებო პირობებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროგრამა მიმდინარე წელს დაიწყო და ის მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics