|
2020-07-08 23:28:04, 2161 ნახვა
სამართალი
„კაწროს“ ადვოკატი - გამოძიებამ დაადგინა ვინ იყო კადრებში ასახული თეთრმაისურიანი პირი - ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა
„გამოძიებამ დაადგინა ვინ იყო კადრებში თეთრმაისურიანი პირი - ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა“, - ამის შესახებ ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, ბელანიშვილმა შსს-ში წარადგინა ყველა მტკიცებულება, იმის დასამტკიცებლად, რომ ის ინციდენტის მომენტში არ გასულა უბნიდან. „ავთანდილ ბილანიშვლიმა მოიხადა სამოქალაქო ვალი, ტელევიზიებით გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო. მან წარადგინა ყველა მტკიცებულება, რომ ის არ გასულა საერთოდ უბნიდან და გამოძიებამაც დაადგინა ვინ არის კადრებში აღბეჭდილი თეთრმაისურიანი კაცი. ამ ადამიანისადმი ცრუ ინფორმაციების გავრცელება არის პოლიტიკური ჭრილი და ჩვენ ყველა კითხვას გავეცით პასუხი გამოძიებას. ტელევიზიებმა იმდენი ქენით, რომ ეს საჭირო გახდა. ამას პოლიტიკური ელფერი დასდებს, რადგანას ის ვიღაცის ნათესავია. ჩემთვსი უცნობია ვინ არის კადრებში აღბეჭდილი პირი, თუმცა ის ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია და მოხდება მისი დაკითხვაც“ , - განაცხადა ადვოკატმა. ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით შსს-ში გამოკითხვაზე იყო დაბარებული. მისი გამოკითხვა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. „კაწრომ“ შსს უკომენტაროდ დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)