09:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-08 13:39:01, 2287 ნახვა

საზოგადოება
საია ელექტრონული კომუნიკაციების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შეჩერების თაობაზე პარლამენტს მიმართავს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ელექტრონული კომუნიკაციების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შეჩერების თაობაზე პარლამენტს მიმართავს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„სპეციალური მმართველის დანიშვნა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებთან მაინც იძლევა იმის საშუალებას, რომ მედიის საქმიანობაში ჩარევა მოხდეს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ბერკეტების მეშვეობით. ჩვენ აქ ვგულისხმობთ იმას, რომ მაუწყებლების დიდი ნაწილი მაუწყებლობას თავისი მულტიპლექსებით ახორციელებს და ისინიც წარმოადგენენ სწორედ ელექტრონულ სფეროში ავტორიზებულ პირებს. მათთან პირდაპირ შეეძლება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რომ დანიშნოს სპეციალური მმართველი და მიიღოს ნებისმიერი მმართველობითი გადაწყვეტილება, მათ შორის სარედაქციო საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და სტანდარტს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ორი კანონი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და სწორედაც ემსახურება იმას, რომ როდესაც კომისია  გაავრცელებს სპეციალური მმართველის რეგულაციებს სწორედ მაუწყებლებზე, ამ გადაწყვეტილების აღსრულებას მოემსახურება ეს შესაბამისი ნორმა, რაც ასევე ვფიქრობთ, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია“, - აცხადებენ საია-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics