09:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-08 12:47:51, 2036 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა. ანტიგენის 50 000 ტესტი, კორეული კომპანია „BIOSENSOR“-ისგან, ხოლო ანტისხეულების  67 000 ტესტი კომპანია -  „Green lab/Biogene“-ისგან.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ ხარძიანი  განმარტავს აღნიშნული ტესტები საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნებისთვის გამოყენება და ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, პროტოკოლით გაწერილი კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების გატესტვის მიზნით, გადანაწილდება.

 „Covid-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, სამინისტროს მიერ შეძენილი იქნა კორეული წარმოების 50 000 ანტიგენ ტესტი, ხოლო „გრინლაბი“-ს მიერ რეგისტრირებული 67 000 ანტისხეულის ტესტი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოეცა კორეული კომპანია „BIOSENSOR“-ის მიერ 5000 ცალი ანტიგენ/ანტისხეულის ტესტი, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, - აღნიშნა თინათინ ხარძიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics