09:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-08 11:32:58, 1888 ნახვა

საზოგადოება
კალაძე აბიტურიენტებს: რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, იცოდეთ, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნის

თბილისის მერმა, კახა კალაძემ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

მისი თქმით, ახალგაზრდების როლი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ძალიან დიდია.

„მინდა, მივმართო ყველა აბიტურიენტს, რა პროფესიაც უნდა აირჩიოთ, იცოდეთ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. მჯერა, თქვენი არჩევანი იქნება წარმატებული არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რასაც ვშრომობთ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, შვილებისთვის კეთდება. ზოგადად, ახალგაზრდების როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ძალიან დიდია.  მინდა, ჩვენი გუნდის სახელით, ყველა აბიტურიენტს გულით ვუსურვო წარმატებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics