|
2015-09-01 18:27:49, 352 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: არაფერი დრამატული არ არის, ამას საღი თვალით უნდა შევხედოთ
არაფერი დრამატული არ არის, ამას უნდა შევხედოთ საღი თვალით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა უვკე ყოფილმა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა. როგორც ბერუჩაშვილმა აღნიშნა, მას აქვს კონკრეტული შემოთავაზებები, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. "თქვენ იცით ჩემი კარიერა, ჩემი პრიორიტეტები, ჩემი პროფესიული გზა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რაც წაადგება საქართველოს და მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ეს არის ჩემი პრიორიტეტი, რომელსაც ვემსახურები 25 წელი. დანარჩენს მოვლენები გვიჩვენებს. არაფერი დრამატული არ არის, ამას უნდა შევხედოთ საღი თვალით და ყველამ გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა. ცნობისთვის, თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ეკონომიკის უკვე ყოფილმა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, მას თბილისის ვიცე მერი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. შესაბამისი ბრძანებები პრემიერმა უკვე გამოსცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)